ნომრების კალენდარი
ყველა ნომერი და დღე ერთ ბადეზე, ტელეფონზეც. ორმაგი დაჯავშნა შეუძლებელია — ორი მიმღები ერთდროულად რომ დააჭიროს, მაინც.
სასტუმრო · ბინები დღიურად · Fin Hub-თან ერთად
ნომრების კალენდარი ტელეფონზეც, სტუმრის რეგისტრაცია ერთ ეკრანზე, მოლარის ცვლა ჩაბარებით და RS ფაქტურა კომპანია-სტუმრისთვის. ყოველი თანხა ბუღალტერთან Fin Hub-ში მიდის.
ინსტალაციის გარეშე · ტელეფონზე და კომპიუტერზე · ქართული ინტერფეისი
ფუნქციები
ყველა ნომერი და დღე ერთ ბადეზე, ტელეფონზეც. ორმაგი დაჯავშნა შეუძლებელია — ორი მიმღები ერთდროულად რომ დააჭიროს, მაინც.
მოსული სტუმრის რეგისტრაცია ერთ ფორმაში: დოკუმენტი, მოქალაქეობა, თავისუფალი ნომერი, შესახლება და გადახდა. ნაცნობ სტუმარს დოკუმენტით ცნობს.
საუზმე, მინიბარი, ტრანსფერი — ფოლიოში ემატება. გაწერისას ვალი ჩანს, გადახდა ბარათით, ნაღდით ან გადარიცხვით.
კომპანიის სახელზე ჯავშანზე RS ანგარიშ-ფაქტურა ერთი ღილაკით მზადდება.
მფლობელი, მენეჯერი, მიმღები, მოლარე, ბუღალტერი — თითოეული მხოლოდ თავის საქმეს ხედავს და აკეთებს. ყოველი მოქმედება ჟურნალში იწერება.
ბინის დაკავებული დღეები Airbnb-სა და Booking.com-ს iCal ბმულით გადაეცემა.
მოლარე
მოლარე ცვლას ხურდით ხსნის. ცვლის ბოლოს სისტემა აჩვენებს, რამდენი უნდა იყოს სალაროში, მოლარე დათვლილს შეიყვანს — დანაკლისი ან ზედმეტობა მაშინვე ჩანს. ჩაბარება ბუღალტერთან გატარების მონახაზად მიდის.
Booking.com, Airbnb, Expedia
Booking.com ცალკეულ სასტუმროს პირდაპირ აღარ აერთებს — მხოლოდ channel manager-ით. ჩვენ ვუერთდებით ერთ channel manager-ს, რომლითაც ფასი, თავისუფალი ნომრები და ჯავშნები ყველა არხზე ერთად სინქრონდება.
ბუღალტერია
გატარებები ელიტ აუდიტის ბუღალტრული წესების კრებულს ეყრდნობა. ბუღალტერი ამოწმებს და ატარებს Fin Hub-ში.
| დებეტი | კრედიტი |
|---|---|
| 1495 მოლარე / 1299 1 ბარათი / 1210 ბანკი | 3120 ავანსი; 3330 დღგ |
| დებეტი | კრედიტი |
|---|---|
| 3120 ავანსი; 1410 ნაშთი | 6110 ამონაგები; 3330 დღგ |
| დებეტი | კრედიტი |
|---|---|
| 1110 სალარო | 1495 მოლარე |
| დებეტი | კრედიტი |
|---|---|
| 7320 საკომისიო | 3110 Booking.com / Airbnb |
მონახაზი — ბუღალტერთან დასადასტურებელი.